კომპანია შპს ,,ეი ემ ბი ელოისი“ დაფუძნდა 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით. ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობის აქტიური ფაზა დაიწყო 2019 წლის შემოდგომაზე და დასრულდა 2021 წლის დასაწყისში. კომანიამ პირველი პროდუქცია გამოუშვა 2021 წლის მარტის თვეში და მის შემდეგ საწარმოო პროცესი დინამიურად ვითარდება.
ქარხნის შეუძლია აწარმოოს ფეროსილიკომანგანუმი, ფეროსილიციუმი, ფერომანგანუმი, ფეროქრომი. ამ ეტაპისათვის ქარხნის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს ფეროსილიკომანგანუმი, რომელიც 100%-ით გადის ექსპორტზე და წვლილი შეაქვს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაში. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებში როგოიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და ევროკავშირის ქვეყნები.
შპს ,,ეი ემ ბი ელოისი“-ს საწარმო აშენებული და აღჭურვილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წარმოების პროცესში მინიმუმადეა დაყვანილი გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები, რაც უზრუნველყოფილია თანამედროვე ჰაერის ფილტრაციის სისტემების დანერგვით და ტექნოლოგიური პროცესის მუდმივი სრულყოფითა და კონტროლით.
მიუხედავად იმისა რომ საწარმო ახალი დაფუძნებულია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა ახალი საამქროს მშენებლობის შედეგად.